Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს, პასუხი ნეგატიურია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას თანახმად, პასუხი ნეგატიურია. მისივე განმარტებით, ტესტირება ჩაუტარდათ ასევე ე.წ. პრეზიდენტის დელეგაციის წევრებს-ე.წ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. აღნიშნული დელეგაცია ასლან ბჟანიას მეთაურობით 5 მაისს პირველ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა მოსკოვში. თამაზ წახნაკიას განმარტებით, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ: „ისინი მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებოდნენ, დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმს მკაცრად იცავდა ასევე პრეზიდენტიც, რაც შემიძლია დავადასტურო. ამ ღონისძიებების ყველა შესაბამისი ვადები დაცული იყო. არანაირი სიმპტომები არ გამოვლენილა, ყველა პასუხი უარყოფითია, სამივეს გაუკეთდა ტესტი“, - აღნიშნა თამაზ  წახნაკიამ. მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 პირი. „ახლა სტაბილური ეპიდსიტუაციაა, თუმცა აქამდე ფაქტობრივად  ყოველდღიურად ვაფიქსირებდით ინფიცირების ახალ შემთხვევებს იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან ორგანიზებულ ჯგუფებად ჩამოვიდნენ. ყველანი ისინი გაგზავნილ იქნენ სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც 14 დღიან კარანტინს და განსაზღვრულ დროს სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ. გამოვლენილი იყო კურსანტების ინფიცირების 16 შემთხვევა“, - აღნიშნა წახნაკიამ. მისი თქმით, ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გარდა, გამოკვლევები უტარდებათ ასევე ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მედპერსონალს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვთ დაავადებულებთან.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფაქტო

 | 

აფხაზეთის

 | 

პრეზიდენტს

 | 

COVID

 | 

ტესტირება

 | 

ჩაუტარეს

 | 

პასუხი

 | 

ნეგატიურია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources