Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

დავით მათიკაშვილი: კანონპროექტი აკმაყოფილებს კონსტიტუციის სამწვეროვან ტესტს

პარლამენტის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტი კონსტიტუციასთან თავსებადია. ამის შესახებ მან კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს განაცხადა. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას, ოღონდაც უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ადეკვატური და პროპორციული და უნდა იყოს პრობლემის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. არსებული კანონპროექტი აკმაყოფილებს კონსტიტუციის სამწვეროვან ტესტს , - თქვა მან. ამ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, მთავრობას შეეძლება ხვალიდან 15 ივლისის ჩათვლით დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შესახებ. პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავდა. თუმცა სურდა, რომ 22 მაისის შემდეგ კვლავ ჰქონოდა რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ დასჭირვებოდა.​ ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

დავით

 | 

მათიკაშვილი

 | 

კანონპროექტი

 | 

აკმაყოფილებს

 | 

კონსტიტუციის

 | 

სამწვეროვან

 | 

ტესტს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources