Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ავტოკატასტროფისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა რადიო თავისუფლების კინოგადამღები ჯგუფის მესამე წევრი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კინოგადამღებთა სამკაციანი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად. ლიუბოვ ზემცოვას ნათესავებმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ამცნეს, რომ კინორეჟისორი მინსკის ჰოსპიტალში 22 მაისს გარდაიცვალა. ცნობილი ბელორუსი კინოდოკუმენტალისტი, 28 წლის ზემცოვა, 14 მაისს, ავტოკატასტროფის შემდეგ მოათავსეს საავადმყოფოში დაგარდაცვალებამდე გონს არ მოსულა.  ჯგუფის ორი სხვა წევრი, რომლებთანაც ზემცოვა თანამშრომლობდა, რეჟისორი, ვლადიმირ მიხაილოვსკი და ხმის ოპერატორია, მაქსიმ ჰაურილენკა, ავარიის შედეგად დაიღუპნენ. შემთხვევა მოხდა ქალაქ ჰომელის მახლობლად. ჯგუფი ბრუნდებოდა მინსკში გადაღებიდან, ჰომელიდან, სადაც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმების მოხალისე დამხმარეების შესახებიღებდნენ მასალას. ფილმი მზადდებოდა „ნასტოიაშჩეე ვრემიასათვის“.

Related news

Latest News
Hashtags:   

ავტოკატასტროფისას

 | 

მიღებული

 | 

დაზიანებების

 | 

შედეგად

 | 

გარდაიცვალა

 | 

რადიო

 | 

თავისუფლების

 | 

კინოგადამღები

 | 

ჯგუფის

 | 

მესამე

 | 

წევრი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources