Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ომბუდსმენი: ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებების პროექტში ბევრი ხარვეზი დარჩა

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნაწილის გათვალისწინების ფაქტს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ მისი შენიშვნების ნაწილი პროექტში აისახა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც რჩება ხარვეზები, რომლებმაც ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ: „მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. მისი შეფასებით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში. სახალხო დამცველი ამბობს, რომ იგი ყურადღებით დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დასაცავად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვლით. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას შესაძლებლობებს აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონით მთავრობას მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებს, 22 აპრილს მისი მოქმედების ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა მის გაგრძელებას არ აპირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესება მაინც მოუწევს.  ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.   

Related news

Latest News
Hashtags:   

ომბუდსმენი

 | 

ჯანმრთელობის

 | 

დაცვის

 | 

კანონში

 | 

ცვლილებების

 | 

პროექტში

 | 

ბევრი

 | 

ხარვეზი

 | 

დარჩა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources