Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საქართველოს პარლამენტმა ტყის კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ტყის კანონი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით მიიღო. 79 მომხრე, არც ერთი მოწინააღმდეგე - ასეთია კანონის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. კანონის ძირითადი დებულებები ძალაში სექტემბრიდან შედის.  კანონის მიღებამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მავნებლური პრაქტიკა ევროპული სტანდარტით იცვლება.    დღეს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა და ძნელად მოხერხდებოდა ისეთი ღონისძინიება მოგვეფიქრებინა, რაც დღეს არის, დღეს ვიღებთ ტყის კოდექსს და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის მოვლის, ტყის დაცვის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა მთავრდება და გადავდივართ ახალ, ევროპულ სტანდარტებზე - თქვა  ნინო წილოსანმა, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანი იყო ყველას ინტერესების დამცველი კანონი მიეღო საქართველოს პარლამენტს. კანონპროექტი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს, სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო. მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანა, მოქალაქეებმა ინტერნეტში პეტიციაც გაავრცელეს, სადაც ნათქამი იყო, რომ ეს [კანონპროექტი] არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდა უარი ეთქვა ამ კანონის მხარდაჭერაზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გეგმავს, კანონის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს მისი არაკონსტიტუციურობის გამო. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კი თვლის, რომ კანონი არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. კანონი მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს უფლებას, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

პარლამენტმა

 | 

კანონი

 | 

მიიღო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources