Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას შესაძლებლობებს აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები. მომხრე 79 იყო, წინააღმდეგი - არავინ. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონით მთავრობას მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება.  მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავს. თუმცა სურს, რომ 22 მაისის შემდეგ კვლავ ჰქონდეს რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ მოუწიოს.​ როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ამ დრომდე უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

გარეშე

 | 

შეზღუდვების

 | 

დაწესებას

 | 

პარლამენტმა

 | 

მეორე

 | 

მოსმენით

 | 

მხარი

 | 

დაუჭირა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources