Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საზოგადოებრი ჯანმრთელობის კანონში ცვლილებებს საკონტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებენ

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონს, მიღების შემთხვევაში საკონტიტუციო სასამართლოში დაასაჩივრებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა .  ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სიტყვით გამოსვლისას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ მისმა ინიციატორბემა ე.წ ჩამკეტი ვადა დათქვეს. ეს კანონის ანტიკონსტიტუციურობას მაინც ვერ შველის. „ჩვენ ვაპირებთ პარლამენტის დეპუტათებთან კონსუტაციების დაწყებას იმსითვის , რომ მოგროვდეს პარლამენტის დეპუტატთა 1/5-ი ეს არის 30 დეპუტატი, იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. დროის ჩამკეტის მიუხედავად, ეს კანონი მაინც არაკონსტიტუციურია უფლებრივ ნაწილში, ისევე როგორც უწყებრივ ნაწილში, როდესაც ხდება პარლამენტის როლის დაკნინენა“,- განაცხადა თინა ბოკიჩავამ, ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მოიძებნება 30 დეპუტატი, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესის გარეშე ხელს მოაწერს საკონსტიტუციო სარჩელს. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონით მთავრობას მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება.  როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავს. თუმცა სურს, რომ 22 მაისის შემდეგ მას კვლავ ჰქონდეს რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ მოუწიოს.​ ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ამ დრომდე უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.  

Related news

Latest News
Hashtags:   

საზოგადოებრი

 | 

ჯანმრთელობის

 | 

კანონში

 | 

ცვლილებებს

 | 

საკონტიტუციო

 | 

სასამართლოში

 | 

გასაჩივრებენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources