Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ლევან რატიანი: რამდენიმე დღეში ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ვარაუდობს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3-4 დღეში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გაეწერება. „ორშაბათ-სამშაბათისთვის ვიმედოვნებთ, რომ კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვეყოლება“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, ამ დროისათვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს, თუმცა მათ დაავადების სიმპტომატიკა უკვე აღარ აღენიშნებათ. საქართველოში, კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 723 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან 495 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლევან

 | 

რატიანი

 | 

რამდენიმე

 | 

დღეში

 | 

ყველა

 | 

პაციენტის

 | 

გამოჯანმრთელებას

 | 

ველოდებით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources