Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საქართველოს ელჩი უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროში  ორშაბათს, 25 მაისსაა დაბარებული

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს, 25 მაისს მივა. ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უთხრა. მისი განმარტებით, ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა და სამინისტროში, კარანტინის ვადის ამოწურვის შემდეგ, ორშაბათსაა დაბარებული: „ჩვენ გავივლით ყველა დეტალს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და მომავალ ჩვენს ურთიერთობებთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა საერთაშორისო მასშტაბით  გადახედვას არ ექვემდებარება და ბოლოდროინდელ ერთობლივ განცხადებებში ეს ნათლად გამოჩნდა, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ელჩთან დეტალებზე საუბარია საჭირო: „ორმხრივ ურთიერთობებში იმ სიტუაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, სამშობლოში კონსულტაციისთვის  მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. 8 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ 9 მაისს თქვა, რომ  „რა თქმა უნდა, უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები, როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან . პრემიერის აზრით, ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ან დიპლომატიური ურთიერთობის კითხვის ქვეშ დაყენებას, ესაა მცდელობა, რისკის ქვეშ არ დადგეს ორი ქვეყნის ურთიერთობა. თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა.   

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

უკრაინაში

 | 

საგარეო

 | 

საქმეთა

 | 

სამინისტროში 

 | 

ორშაბათს

 | 

მაისსაა

 | 

დაბარებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources