Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

კიშინიოვმა დევნილ ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დაპატიმრების ორდერი გამოსცა

კიშინიოვის სასამართლომ 22 მაისს ორდერი გამოსცა დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქის დასაპატიმრებლად. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, ამ ორდერის საფუძვლად იქცა 18 მაისს ქვეყნის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული საბრალდებო დასკვნა.   მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ქვეყნის გავლენიან ოლიგარქს და პოლიტიკურ ლიდერს, ქვეყნის ბანკებიდან დიდი ოდენობის საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვის საქმეში მისი როლის გამო. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ 18 მაისს განაცხადა, რომ პლახოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თაღლითობასა და გამოძალვაში.     როგორც კი საბრალდებო დასკვნა მომზადდება და განაჩენი ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა შეეცდება მიაღწიოს ვლად პლახოტნიუკის ექსტრადირებას აშშ-იდან, - განაცხადა სტოიანოგლომ.   მოლდოვის ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა ვლად პლახოტნიუკმა, ქვეყანა დატოვა 2019 წლის ივნისში, პარლამენტში მმართველი კოალიციის დაშლისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა ცალკეულმა ქვეყანამ.

Related news

Latest News
Hashtags:   

კიშინიოვმა

 | 

დევნილ

 | 

ოლიგარქ

 | 

პლახოტნიუკის

 | 

დაპატიმრების

 | 

ორდერი

 | 

გამოსცა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources