Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

25 მაისიდან საპატიმროებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით 25 მაისიდან საპატიმროებში ხანმოკლე პაემნები აღდგება. ამის შესაძლებლობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამ გააჩინა,  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე. თეა წულილიანის სიტყვებით, ძალიან მნიშვანელოვანია გარესამყაროსთან და ოჯახის წევრებთან მსჯავრებულების კონტაქტი, რაც შეიძლება მალე აღდგეს. „თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა, არ ნიშნაავს, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, პრევენციული ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც იყო აქამდე და ორშაბათიდან ხანმოკლე პაემნის ჩატარება მოხდება ,მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმოქმედებს - იქნება ეს პირბადე თუ სხვა“,- განახცადა თეა წულუკინმა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში მოქმედებდა  განსაკუთრებული პირობები. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეჩერებული ჰქონდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებული პირადი გარემოებების გამო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. 5 მარტიდან იყო აკრძალული ამანათების გაგზავნაც ეს შეზღუდვა 20 მაისიდან მოიხსნა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

მაისიდან

 | 

საპატიმროებში

 | 

ხანმოკლე

 | 

პაემნები

 | 

აღდგება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources