Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სპეცრეისით დაბრუნდებიან

ნიგერიაში, მეკობრეთა 21 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში სპეცრეისით დაბრუნდებიან - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა. მისი შეფასებით, გატაცებული მეზღვაურების 21 დღეში გათავისუფლება უპრეცედენტო ფაქტია და ამაში საქართვლოს სახელმწიფო უწყებებთან ერთად დიდი წვლილი აქვს გემთმფლობელ კომპანიას. სააგენტოს გამოცდილებით, მეკობრეთა მიერ დღემდე გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლებას როგორც წესი, 30-40 დღე სჭირდებოდა. დღეს, 22 მაისს დილით, რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრმა აცნობა, რომ გემიდან 30 აპრილს გატაცებული 9 ქართველი და 1 უკრაინელი მეზღვაური გამტაცებლებმა 21 მაისს, საღამოს გაათავისუფლეს. ისინი ამჟამად უსაფრთხო ადგილას არიან. მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მათ გეგმურ სამედიცინო კვლევებს უტარებენ. პანამის დროშით მცურავი გემის მფლობელი ბერძნული კომპანიაა. მეკობრეებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა კომპანიის მიერ დაქირავებული კრიზისების მართვის ჯგუფი. როგორც წესი, გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ. მოლაპარაკების დეტალები არ საჯაროვდება. გემზე იმყოფებოდა კიდევ 4 ქართველი მეზღვაური, რომლებიც მეკობრეთა თავდასხმას გადაურჩნენ. ისინი სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ და ამჟამად ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში იმყოფებიან.

Related news

Latest News
Hashtags:   

მეკობრეთა

 | 

ტყვეობიდან

 | 

გათავისუფლებული

 | 

ქართველი

 | 

მეზღვაურები

 | 

სპეცრეისით

 | 

დაბრუნდებიან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources