Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩინეთში მუშაობა დაიწყო სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანმა კონგრესმა

ჩინეთში ვერ იქნება რეალიზებული 2020 წლისათვის დასახული ეკონომიკური ზრდის გეგმა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყოველმხრივ დაეხმარება კორონავირუსის კრიზისში მყოფ ეკონომიკას, - განაცხადა 22 მაისს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანი კონგრესის გახსნის დროს.   ჩინეთში საბიუჯეტო დეფიციტი განისაზღვრება 3,6%-ის დონეზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, კორონავირუსით გამოწვეული „დიდი გაურკვევლობის“ ფონზე პეკინის პრიორიტეტულ საზრუნავს წარმოადგენს ვითარების სტაბილიზება მოსახლეობის დასაქმების კუთხით და ცხოვრების დონის უზრუნველყოფა, - განაცხადა ლი კეციანმა.   ეკონომიკის სტიმულირების ხელისუფლების სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს ასევე ხარჯების გაზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თავდაცვაზე, 6,6%-ით, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.   კორონავირუსის ეპიდემიის გავლენით 2020 წლის პირველ კვარტალში, ქვეყნის სიდიდით მეორე ეკონომიკა წელს 6,8%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით. სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანი კონგრესი, კორონავირუსის გამო, ორი თვით დაგვიანებით იმართება და მის მუშაობაში მონაწილეობს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ეკონომიკური

 | 

კრიზისის

 | 

ფონზე

 | 

ჩინეთში

 | 

მუშაობა

 | 

დაიწყო

 | 

სახალხო

 | 

წარმომადგენელთა

 | 

ერთკვირიანმა

 | 

კონგრესმა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources