Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ნათია თურნავას თქმით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე შენდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე ფოთში ე.წ. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გადაწყდა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერ ფოთის პორტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს.  დღევანდელ დღეს, ყველა თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს პანამაქსის ტიპის ხომალდებს, ასეთი ტიპის ხომალდები უნდა იყოს იყოს ე.წ. ღრმაწყოვანი, ანუ ნებისმიერი პორტი უნდა იყოს 10 მეტრის სიღრმის. დღეს ფოთის მოქმედი პორტი არის დაახლოებით 8 მეტრის სიღრმის, ზოგან 10 მეტრი. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს ანაკლიის პორტი და ნებისმიერი პორტი, რომელიც დღეს შავ ზღვაში აშენდება, რომ იყოს კონკურენტული , - თქვა მან. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისთვის საჭირო იურიდიული მომსახურების მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა. უწყებას უკვე აქვს ნებართვა 1,2 მლნ ლარის ამ მიმართულებით დახარჯვაზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავას

 | 

თქმით

 | 

ფოთში

 | 

ღრმაწყლოვანი

 | 

პორტი

 | 

თანამედროვე

 | 

სტანდარტებიდან

 | 

გამომდინარე

 | 

შენდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources