Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

მიტროპოლიტი გერასიმე ტყის გადაცემაზე: ყველას ეცოდინება, რომ არ მოიჭრება, შეენახება მომავალ თაობას

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ეკლესიებისთვის ტყის გადაცემას მისი შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა. ძალიან ბევრი ადგილი არის, ტყეები, სადაც არის მონასტრები და ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ ძალიან ბევრი ადგილმდებარეობა შეინარჩუნა, გადაარჩინა და ეს უკვე სახელმწიფოს კეთილი ნება და მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ყველას ეცოდინება, რომ არ გასხვისდება, არ მოიჭრება და შეენახება მომავალ თაობას , - თქვა მან და დასძინა, რომ ამის მაგალითია დღევანდელი ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ტყესთან მდებარეობს. საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი მიწის მიღება შეეძლება.

Related news

Latest News
Hashtags:   

მიტროპოლიტი

 | 

გერასიმე

 | 

გადაცემაზე

 | 

ყველას

 | 

ეცოდინება

 | 

მოიჭრება

 | 

შეენახება მომავალ

 | 

თაობას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources