Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ამირან გამყრელიძე: სოფლები მუშევანი და გეტა 2 ინკუბაციური ვადით დარჩებიან ჩაკეტილები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში  მუშევანსა და გეტაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს და ეს სოფლები ინფიცირების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 2 ინკუბაციური პერიოდის, ანუ 28 დღის განმავლობაში დარჩებიან  ჩაკეტილები. როგორც საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამირან გამყრელიძემ, ამ დროისათვის გეტაში, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, გამოკვლეულია 320 ნიმუში. მათგან კოვიდ დადებითი აღმოჩნდა 18 ადამიანი, ანუ 7 პროცენტი. რაც შეეხება უფრო დიდ სოფელს, მუშევანს, სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, ამირან გამყრელიძის თანახმად, დღემდე იქ გამოკვლეულია 552 პირი. მისივე თქმით, მოსახლეობის ტესტირებაზე დათანხმება იოლი არ არის. „დამყოლობა გეტყვით რომ არ იყო ძალიან მაღალი ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს და იქ 55 ადამიანს, ანუ 10 პროცენტში გვაქვს დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, მუშევანი ზოგადად  საქართველოში ყველაზე მაღალი ინფიცირებით ხასიათდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტზე, ბოლნისსა, მარნეულსა და თეთრიწყაროზე ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის 36 პროცენტი მოდის. მათგან ბოლნისში დადასტურდა კოვიდ-19-ის 161 შემთხვევა, თეთრიწყაროში 58, ხოლო მარნეულში 38. საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 723 შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულებიდან 495 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა, გარდაცვალებულთა შორის 3 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

სოფლები

 | 

მუშევანი

 | 

ინკუბაციური

 | 

ვადით

 | 

დარჩებიან ჩაკეტილები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources