Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის შვილებმა შეუნდეს მამის მკვლელებს

2018 წელს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის შვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ და მან შეუნდეს მამის მკვლელებს ეს დანაშაული. სალაჰ ხაშოგის მიერ 22 მაისს ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ნათქვამია, რომ „წმინდა რამადანის დღესასწაულის სათნო ღამეს“ წამებული ჯამალ ხაშოგის შვილები პატიობენ მათ, ვინც მათი მამა მოკლეს.   2019 წლის დეკემბერში ერ-რიადის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, მიუსჯა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს. დანარჩენ სამს პატიმრობა შეეფარდა.   მკვლელობის წინ ხაშოგი მწვავედ აკრიტიკებდა ერ-რიადის პოლიტიკას, კერძოდ, ტახტის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.   გაზეთ Washington Post-ის კომენტატორი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს მოკლეს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში. მისი გვამი დაანაწევრეს, საკონსულოდან გაიტანეს და ადგილობრივ „თანამშრომელს“ გადასცეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჟურნალისტ

 | 

ჯამალ

 | 

ხაშოგის

 | 

შვილებმა

 | 

შეუნდეს

 | 

მამის

 | 

მკვლელებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources