Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

გიორგი გახარია: სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თუ აქამდე საქართველოს მთავრობა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკის აღორძინების ფრონტებზე იბრძოდა, ახლა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სახით მესამე ფრონტიც გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  „საჭიროა ამ ფრონტზეც წარმატებულები და გამარჯვებულები ვიყოთ“.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინაშე მდგარი ვალდებულებაა: „ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს”, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

გახარია

 | 

სანიმუშო

 | 

დემოკრატიული

 | 

არჩევნები

 | 

ჩვენი

 | 

ვალდებულებაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources