Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

რუსეთი მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ ლიბიაში, ხალიფა ჰაფთარის წარუმატებლობის შემდეგ

რუსეთი და თურქეთი გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ლიბიაში დაუყოვნებლად შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები გაეროს ეგიდით კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ.     დასავლეთის სააგენტოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მოსკოვის ამგვარი მოწოდების ფონია ლიბიის შეიარაღებულ კონფლიქტში მომხდარი გარდატეხა - ლიბიის ნაციონალურმა არმიამ, რომელსაც მეამბოხე გენერალი, ხალიფა ჰაფთარი უდგას სათავეში, 18 მაისს დაკარგა კონტროლი ტრიპოლიდან 140 კილომეტრით დაშორებულ სტრატეგიულ ავიაბაზაზე.   ჰაფტარის არმია განდევნილი იქნა ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი.   ლიბიაში სწორედ ჰაფთარის მხარეზე იბრძვიან, მრავალი ცნობის თანახმად, რუსეთის კერძო სამხედროკომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.   რუსეთი უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ლიბიაში „თუკი მაინც იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის ინტერესს და არ იღებენ ფულს რუსეთის მთავრობისგან.“   იმავდროულად, სააგენტო Bloomberg-ის წყაროების თანახმად, სირიაში მდებარე რუსეთის უმსხვილეს ხმეიმიმის ბაზიდან რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა ლიბიაში და ამ ავიაციამ, როგორც ამტკიცებენ, მხარის უნდა დაუჭიროს ხალიფა ჰაფთარის სამხედრო ოპერაციას. მოსკოვში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთი

 | 

მოუწოდებს

 | 

ცეცხლის

 | 

შეწყვეტისკენ

 | 

ლიბიაში

 | 

ხალიფა

 | 

ჰაფთარის

 | 

წარუმატებლობის

 | 

შემდეგ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources