Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

უკრაინამ და სსფ-მ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას $5 მილიარდის კრედიტის პროგრამის შესახებ

უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას (ე.წ.staff level agreement) თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე, რომლის თანახმად უკრაინა 18 თვის მანძილზე 5 მილიარდი დოლარის კრედიტს მიიღეს.   ამის შესახებ განაცხადა უკრაინაში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ივან ვლადკოვ ჰოლარმა, მხარეთა შორის პროგრამის პირობების დისტანციური განხილვის დასრულების შემდეგ.   საუბარია სარეზერვო პროგრამა Stand-by-ზე, რომლის ფარგლებში მიღებული თანხები მიმართული იქნება მიზნობრივად - უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად და ანგარიშსწორების ბალანსის შესაქმნელად.   შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს სსფ-ს ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმების დამტკიცება. მოელიან, რომ უკრაინასთან თანამშრომლობის პროგრამას უახლოეს კვირაში განიხილავს სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო.   უკრაინის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ვარაუდობენ, რომ ეს მოხდება მაისის ბოლოს და ქვეყანა პირველ ტრანშს, 1,75 მილიარდ დოლარს, მიიღებს.     საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის მისაღებად უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო არაპოპულარული პირობის შესრულებაზე. ახლახან ვერხოვნა რადამ დაჩქარებულად დაამტკიცა კანონი მიწის ბაზრის შექმნისა და საბანკო საქმიანობის შესახებ („ანტკილომოისკის კანონპროექტი“), რომელმაც უკრაინას გზა გაუხსნა საერთაშორისო ფინანსური დახმარებისკენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

უკრაინამ

 | 

მიაღწიეს

 | 

წინასწარ

 | 

შეთანხმებას

 | 

მილიარდის

 | 

კრედიტის

 | 

პროგრამის

 | 

შესახებ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources