Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

გიორგი გახარია: გუშინ  გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციამ გუშინ ხელისუფლების მისამართით გახსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, რომელსაც პოლიტიკური მასკარადის სახე აქვს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობას შეზღუდვების გაგრძელებაში ვერავინ შეუშლის ხელს: „გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი- პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რომ რა თქმა უნდა ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

გახარია

 | 

გუშინ

 | 

 გაგვეხსნა

 | 

ახალი

 | 

პოლიტიკური

 | 

ფრონტი

 | 

პოლიტიკური

 | 

მასკარადის

 | 

სახით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources