Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

მეკობრეებმა გაათავისუფლეს ნიგერიაში დატყვევებული 10 მეზღვაური - საქართველოს 9 და უკრაინის 1 მოქალაქე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრმა. მისი ინფორმაციით, ამჟამად მეზღვაურები უსაფრთხო ადგილას არიან და გეგმურ სამედიცინო შემოწმებას გადიან. შეიარაღებულმა პირებმა პანამის დროშით მცურავი გემიდან 10 მეზღვაური აპრილის ბოლოს გაიტაცეს. მეკობრეებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული კრიზისების მართვის ჯგუფი. რადიო თავისუფლება მეზღვაურების გათავისუფლების სხვა დეტალებს არკვევს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნიგერიაში

 | 

გატაცებული

 | 

ქართველი

 | 

მეზღვაურები

 | 

გაათავისუფლეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources