Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული თეთრიწყაროელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

COVID-19-ით ინფიცირებული 79 წლის თეთრიწყაროელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და კონსილიუმზე გადაწყდება, პაციენტის მკურნალობა ჩვეულებრივ პალატაში გაგრძელდება თუ მას რეანიმაციურ განყოფილებაში მოათავსებენ, -უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა: „დატვირთული დიაგნოზია, აღენიშნება თანმხლები დაავადებები. ამასთან ერთად დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონიაც. არის ცხელებაც. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა. თეთრიწყაროელი ქალი ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 მაისს საღამოს შეიყვანეს. სულ კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით 41 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 721-დან 723-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 495-ია, გარდაცვლილია 12. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოჭორიშვილის

 | 

კლინიკაში

 | 

მოთავსებული

 | 

თეთრიწყაროელი

 | 

ქალის

 | 

ჯანმრთელობის

 | 

მდგომარეობა

 | 

საყურადღებოა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources