Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

დღეს გაირკვევა, რა ვადით ისარგებლებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების უფლებით

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მისგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებენ შეზღუდონ თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება. მთავრობა აღარ აპირებს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად. საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობას უსწრაფესად მოქმედების და ეპიდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციებს და ხელყოფს პარლამენტის, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი ინსტიტუტის უფლებებს. კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 21 მაისს განიხილა, არ არის მითითებული ვადა, რომლის განმავლობაშიც მთავრობა ისარგებლებს შეზღუდვების უფლებით. 21 მაისის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ და აიღონ ვადა მაგალითად, 15 ივლისამდე. პარლამენტმა 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ამ წინადადების გათვალისწინებით. პარლამენტის ინფორმაციით, ივლისის კონკრეტული რიცხვი მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმდება.

Related news

Latest News
Hashtags:   

გაირკვევა

 | 

ვადით

 | 

ისარგებლებს

 | 

მთავრობა

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

გარეშე

 | 

შეზღუდვების

 | 

უფლებით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources