Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

კინზინგერი მოუწოდებს მთავრობას, რაც შეიძლება მალე ჩართონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პორტის პროექტში

ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების საკითხზე ილაპარაკა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში. „როცა ინვესტიციებს ეხება საქმე, ეს ყველასთვის ყველგან შეიძლება იყოს შეშფოთების საგანი. მე ამას ვეტყოდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ძალიან უნდა ამერიკა იყოს დაინტერესებული მათი ქვეყნით. უნდა გავაგრძელოთ ისეთი გარემოს შექმნაზე ფიქრი და მუშაობა, სადაც ინვესტიციები ხელშეწყობილი და მისასალმებელია.  რეგულაციები კი თავისუფალი და სამართლიანი კლიმატის შექმნის მიღმა, სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება. შეერთებულ შტატებში ასეა: ქართულ კომპანიას, რომელსაც სურს შეერთებულ შტატებში ინვესტიცია, ისევე ექცევიან, როგორც ამერიკულ კომპანიას. თუ, რა თქმა უნდა, საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას არ ეხება. სულ ესაა, რაც გვსურს. საქმეების დეტალების განხილვას არ ვაპირებ, მთავრობამ მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება, მალე ჩართონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში. საქართველოში ამერიკული ბიზნესის დაცვის შესახებ არის საუბარი რესპუბლიკელი სენატორების, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების, ტედ კრუზისა და ჯონ კორნინის, კონგრესმენების ჯუდი არინგტონის და მარკვეინ მალინის წერილში. ისინი აშშ-ის სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს მაიკ პომპეოს, და სტივ მნუჩინს წერენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ამერიკული „კონტი ჯგუფის თემაზე.  „2019 წელს კონტი ჯგუფი განიდევნა ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტიდან, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია , - ნათქვამია წერილში. 

Related news

Latest News
Hashtags:   

კინზინგერი

 | 

მოუწოდებს

 | 

მთავრობას

 | 

შეიძლება

 | 

ჩართონ

 | 

ამერიკული

 | 

ინვესტიციები

 | 

ანაკლიის

 | 

პორტის

 | 

პროექტში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources