Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

კინზინგერი: მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესახებ. „მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს, არ დავიწყებ იმის განხილვას რა გაკეთდა  და არა. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან. ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები“, - თქვა კონგრესმენმა.   შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რურუას გათავისუფლება, კინზინგერი პასუხობს: „არ ვაპირებ, ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო, ვიტყვი იმას, რომ შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს რეალური პროგრესისკენ ნაბიჯებს. უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით, შევასრულოთ ეს, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ“. საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამას წინ უძღოდა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად (საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ), 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება. 

Related news

Latest News
Hashtags:   

კინზინგერი

 | 

მნიშვნელოვანია

 | 

შეთანხმება

 | 

სრულად

 | 

შესრულდეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources