Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

სოფიის რაიონის ხელმძღვანელი საბჭოთა განმათავისუფლებლების ძეგლის აღებას მოითხოვს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ერთ-ერთი რაიონის მერი გამოდის მოწოდებით, საზოგადოებრივი პარკიდან მოიხსნას „საბჭოთა განმათავისუფლებლების“ კომუნისტური პერიოდის ძეგლი, რასაც რუსეთის განრისხებული რეაქცია მოჰყვა. პრობლემა გაჩნდა რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მსგავსი დაპირისპირების ფონზე, რაც მოჰყვა გასულ თვეში პრაღაში საბჭოთა მარშლის ძეგლის მოხსნას. „იმედი მაქვს, რომ სოფიის მერი ბოლოს და ბოლოს უპასუხებს ჩემს მოწოდებას, რომ ჩვენი ქალაქი ტოტალიტარული ეპოქის სიმბოლოებისგან გათავისუფლდეს,“ დაწერა 20 მაისს ფეისბუკში სოფიის ლოზენეცის რაიონის მერმა კონსტანტინ პავლოვმა.  პავლოვი გამოეხმაურა ბულგარეთში რუსეთის ელჩის 13 მაისის წერილს, რომელშიც დიპლომატმა „ღრმა აღშფოთება“ გამოხატა სოფიის ოფიციალური პირის წინადადებაზე ძეგლის აღების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბულგარეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო 1944 წლის 4 სექტემბრამდე, სანამ ოთხი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარები შეიჭრებოდნენ ქვეყანაში. 9 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ბულგარეთი საბჭოთა ორბიტაში მოხვდა და ის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოკავშირე იყო კომუნისტური მმართველობის 45 წლის განმავლობაში. ამჟამად ბულგარეთი ნატოს წევრია. პავლოვი მოითხოვს, რომ მონუმენტი მუზეუმში იქნეს გადატანილი.

Related news

Latest News
Hashtags:   

სოფიის

 | 

რაიონის

 | 

ხელმძღვანელი

 | 

საბჭოთა

 | 

განმათავისუფლებლების

 | 

ძეგლის

 | 

აღებას

 | 

მოითხოვს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources