Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

არაიკ (არა) არუთიუნიანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცი დადო

არაიკ (არა) არუთიუნიანმა დადო აზერბაიჯანის კუთვნილი, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცი. ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც 21 მაისს გაიმართა ქალაქ შუშაში, დაესწრო სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით. არუთიუნიანმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იყო, 14 აპრილს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. სეპარატისტებმა, რომლებსაც სომხეთი უწევდა დახმარებას, მთიანი ყარაბაღი 1988-94 წლების კონფლიქტის შედეგად ჩაიგდეს ხელში და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა და ასეულათასობით იქცა ადგილმონაცვლე პირად.

Related news

Latest News
Hashtags:   

არაიკ

 | 

არუთიუნიანმა

 | 

მთიანი

 | 

ყარაბაღის

 | 

ფაქტო

 | 

პრეზიდენტის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources