Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

80 მომხრე, 3 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას შესაძლებლობებს აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდავი ნორმები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში შესატანი ცვლილებებით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებენ შეზღუდონ თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. კანონის პროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათ შორის, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ყოფილი წევრები. ისინი მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა პარლამენტის პასუხისმგებლობად უნდა დარჩეს. უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები - რომელიც დროებითი იქნება - აუცილებელია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტიანად მართვისთვის. წაიკითხეთ მეტი: ​როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით

Related news

Latest News
Hashtags:   

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

გარეშე

 | 

შეზღუდვების

 | 

დაწესებას

 | 

პარლამენტმა

 | 

მოსმენით

 | 

მხარი

 | 

დაუჭირა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources