Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ირაკლი კობახიძე: ახალი კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს დროებითი ხასიათი მივცეთ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით  კენჭისყრამდე გამოვიდა ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვების შენარჩუნების ნორმა  დროებით შესაბამისი კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს და მისი მოქმედების პირობითი ვადა განისაზღვროს: „მაგალითად პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება  რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ რომ დღესვე ეს იდეა განვიხილოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინიციატივას უმრავლესობა ტაშით შეხვდა. მმართველ უმრავლესობაში   გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წინადადება ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნება.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 

ახალი

 | 

კანონით

 | 

განსაზღვრულ

 | 

შეზღუდვებს

 | 

დროებითი

 | 

ხასიათი

 | 

მივცეთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources