Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

მარიამ ჯაში ქართულ ოცნებას: ნუ გარისკავთ ამ კანონის დამტკიცებას

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები მხარს არ დაუჭერენ და პლენარულ სხდომათა დარბაზს დატოვებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კენჭისყრის დროს. ამის შესახებ მან კანონის განხილვის დროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, თუ დღეს ქართული ოცნება პირველი მოსმენით დაამტკიცებს ამ კანონს, იძულებული იქნებიან გაემიჯნონ ამ პროცესს, აღარ დაესწრონ მომავალ განხილვებს და გადავლენ ბოიკოტის რეჟიმში. მივმართავ ჩემს კოლეგებს უმრავლესობაში, ნუ გარისკავთ ამ კანონის დამტკიცებას, რადგან თუნდაც თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის საბაბით სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით , - თქვა ჯაშმა. საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული სახით განიხილავს. მთავრობას უნდა, რომ ხვალ, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მას კვლავ ჰქონდეს ბერკეტი, რომლითაც შეზღუდავს რიგ უფლებებს. ამავე თემაზე: როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით

Related news

Latest News
Hashtags:   

მარიამ

 | 

ქართულ

 | 

ოცნებას

 | 

გარისკავთ

 | 

კანონის

 | 

დამტკიცებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources