Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

კილაძე: თუ ვინმეს უნდა ბოროტად გამოყენება რაიმესი, სულ არ სჭირდება ამისთვის კანონი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას იხსენებს კანონპროექტის განხილვისას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, მთავრობას დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს, შეზღუდოს ადამიანის უფლებები. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძება მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მე შემიძლია ვთქვა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს, ბუტა რობაქიძე, ასევე, მოლაშვილი... ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე , - ამბობს კილაძე და განაგრძობს: თუ ვინმეს უნდა ბოროტად გამოყენება რაიმესი, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო, არაფერი არ სჭირდება. ეს ძალიან ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს. პროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

Related news

Latest News
Hashtags:   

კილაძე

 | 

ვინმეს

 | 

ბოროტად

 | 

გამოყენება

 | 

რაიმესი

 | 

სჭირდება

 | 

ამისთვის

 | 

კანონი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources