Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

AP: რუსეთში უკანასკნელ ერთ თვეში მინიმუმ 9479 მედმუშაკია კორონავირუსით ინფიცირებული

რუსეთში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 9479 მედმუშაკს შეეყარა ახალი კორონავირუსის ინფექცია. ამ მონაცემს Associated Press-ი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის ემყარება ოფიციალურ განცხადებებსა და მედიაში პუბლიკაციებს 70-ზე მეტი რეგიონიდან. სააგენტო ასევე იტყობინება 70-ზე მეტი გარდაცვლილი ექიმის შესახებ. ზოგიერთი მედმუშაკის აზრით, მათი რიცხვი ბევრად დიდია. Associated Press-ის პუბლიკაციაში ლაპარაკია პრობლემებზე, რომლებსაც რუსეთში აწყდებიან ექიმები კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში კერძოდ ნახსენებია საავადმყოფოებში ინდივიდუალური დამცავი საშუალებების უკმარისობა და ის, რომ საავადმყოფოებში ბევრ ექიმს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თუკი ისინი გაბედავენ სირთულეების შესახებ ღიად ლაპარაკს. Associated Press-ი, სხვათა შორის, იმოწმებს ირინა ვასკიანინას მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვის ცენტრალური საავადმყოფოდან. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულია 40-ზე მეტი თანამშრომელი. „ნოვაია გაზეტა“ აპრილში წერდა, რომ ამ საავადმყოფოს თანამშრომლებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს თხოვნით, ჩაერიოს ვითარებაში და გადაარჩინოს ექიმები. სააგენტოს მოჰყავს ასევე ტატიანა რევას ინფორმაცია ქალაქ დონის კალაჩიდან. მისი სიტყვებით, ის პოლიციაში დაიბარეს დაკითხვაზე და დისციპლინური წესით დასაჯეს მას მერე, რაც გადაიღო ვიდეომიმართვა მის საავადმყოფოში სამედიცინო დამცავი საშუალებების დეფიციტის შესახებ. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა უარყოფს ამ პრობლემის არსებობას.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთში

 | 

უკანასკნელ

 | 

თვეში

 | 

მინიმუმ

 | 

მედმუშაკია

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources