Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

EMC: საგანგებო ვითარების განმავლობაში გამოვლინდა მრავალი სახიფათო პრაქტიკა და ტენდენცია

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით გატარებულ არაერთ შემზღუდველ ღონისძიებას შორის განსაკუთრებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის დეკრეტით მთავრობისათვის მთელი რიგი უფლებამოსილებების გადაცემამ და ამ ღონისძიებების ფორმალურმა და შინაარსობრივმა მხარემ. მათ შორის, EMC-ის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს არ ხორციელდებოდა გატარებული ღონისძიებების საპარლამენტო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აღნიშნული ღონისძიებების კანონიერება და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობა.  EMC  აღნიშნავს ასევე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების შტოებს შორის გამოიკვეთა ბალანსისა და წონასწორობის დარღვევის საფრთხეები. ანგარიშში ასახული დასკვნების საფუძველზე,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ უკვე განხორციელებული და  „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით დიდია რისკი იმისა,რომ  განუზომლად გაიზრდება მთავრობის მანდატი და შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის უფლებების დაცვას: კერძოდ,  მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს უფლება მიეცა შეიმუშავოს იზოლაციის/კარანტინის წესები, რაც შესაძლოა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის წყარო გახდეს; გაიზარდა შსს-ის უფლებამოსილებები იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევის გამოვლენის, შეფასებისა და აღსრულების თვალსაზრისით; იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, შსს-ის მიერ სპეციალურ სივრცეში პირის გადაყვანისას არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სათანადო გარანტიები; იზოლაციის ან კარანტინის წესის, ისევე როგორც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას არა სასამართლო, არამედ შსს იღებს; საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომის გამოყენება ეფუძნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რაც მთავრობის უკონტროლო ძალაუფლებისა და ადმიანის უფლებების დარღვევის წინაპირობა შეიძლება გახდეს; გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ​EMC-ში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში დაგეგმილი ცვლილებებით,  ქვეყანაში არის რეალური საფრთხე იმისა, რომ მივიღოთ მუდმივმოქმედი საგანგებო მდგომარეობა, აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს შემაკავებელი და შემაწონასწორებელი მექანიზმების გარეშე.  

Related news

Latest News
Hashtags:   

საგანგებო

 | 

ვითარების

 | 

განმავლობაში

 | 

გამოვლინდა

 | 

მრავალი

 | 

სახიფათო

 | 

პრაქტიკა

 | 

ტენდენცია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources