Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება

არა, ნამდვილად არ გადავდებთ არჩევნებს - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, მთავრობას დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს. ხუნდაძის თქმით, თავის გუნდს, პირიქით, სურს, დაიცვას საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ის.  ჩვენ რომ ამას ვცდილობდეთ, ნამდვილად დავყვებოდით ჩვენი ოპონენტების არაერთხელ გაჟღერებულ, თითქოს შეფარულ შემოთავაზებას, რომ ჯობს საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ , - აცხადებს ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია მმართველი პარტიის ამბოხებული მაჟორიტარებიდან , რომელთაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს. საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს. პროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

Related news

Latest News
Hashtags:   

დიმიტრი

 | 

ხუნდაძე

 | 

აცხადებს

 | 

საპარლამენტო

 | 

არჩევნები

 | 

გადაიდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources