Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ საზ.ჯანმრთელობის კანონს საკონტიტუციო სასამართლო მიღებისთანავე გააუქმებს

პარლამენტის დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში  არ არის ისეთი ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის ან ამართლებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც „თავდაყირა აყენებს“ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებას შტოებს შორის. ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის მიერ ინიცირებული  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მსჯელობისას გააკეთა. ჩუგოშვილმა  გამოთქვა იმედი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მალევე გააუქმებს. თამარ ჩუგოშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, მიმართა შეკითხვით, რის შეზღუდვას ცდილობს ხელისუფლება სინამდვილეში, კანონში ცვლილებებით, ვინაიდან მოქმედ კანონში  უკვე არსებობს საკარანტინე ღონისძიებებთან დაკავშირებული ვალდებულებები. რისი შეზღუდვა გინდათ, რასაც ეს ჩანაწერი არ ფარავს და რატომ არის ის რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების ,- განაცხადა ჩუგოშვილმა. საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და მისი მიზანია წინასაარჩევნოდ ოპონენტებს პოლიტიკური აქტივობების განხორციელება შეუზღუდოს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჩუგოშვილი

 | 

იმედოვნებს

 | 

ჯანმრთელობის

 | 

კანონს

 | 

საკონტიტუციო

 | 

სასამართლო

 | 

მიღებისთანავე

 | 

გააუქმებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources