Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ომბუდსმენი ჯანმრთელობის კანონის უცვლელად მიღებაში კონსტიტუციის დარღვევის საფრთხეს ხედავს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებში ნათლად უნდა განისაზღვროს მთავრობისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლები. გარდა ამისა, შეზღუდვები დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციული უნდა იყოს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. [აუცილებელია] დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას , - აღნიშნავს სახალხო დამცველი. მისი აზრით, მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი: გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით) . გარდა ამისა, ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობაზეც. მას მიაჩნია, რომ კანონი ისე უნდა შეიცვალოს, რომ დისტანციურად სხდომა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდეს.  ჩვენს წერილობით მოსაზრებაში შემოთავაზებული გვაქვს ალტერნატიული ფორმულირებები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს მოსაზრებებს. თავის მხრივ, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას სამუშაო ფორმატში მივაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს , - ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული სახით განიხილავს. მთავრობას უნდა, რომ ხვალ, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მას კვლავ ჰქონდეს ბერკეტი, რომლითაც შეზღუდავს რიგ უფლებებს. ამავე თემაზე: როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით

Related news

Latest News
Hashtags:   

ომბუდსმენი

 | 

ჯანმრთელობის

 | 

კანონის

 | 

უცვლელად

 | 

მიღებაში

 | 

კონსტიტუციის

 | 

დარღვევის

 | 

საფრთხეს

 | 

ხედავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources