Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ოპონენტებს, არჩევნები რომ არ ჩატარდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის  განხილვისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულება ცვლილებებისადმი შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების მოტივით იყოს გამოწვეული: „საგანგებო ვითარების შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისათვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს. ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია? ახლა ესეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს, ბევრი ეჭვების გამოთქმის საფუძველი არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, თავის გამოსვლაში მოდელირებული მაგალითი მოიყვანოს იმისა, რისთვისა საჭირო ცვლილებები და რისგან უნდა გადაარჩინოს პარლამენტმა საზოგადოება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ვოლსკი

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

შენარჩუნება

 | 

უნდათ

 | 

ოპონენტებს

 | 

არჩევნები

 | 

ჩატარდეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources