Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალიდან არ ამუშავდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის, ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მისი თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება ,- აღნიშნა მან. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელახალი ეპიდაფეთქება არ მოხდეს.   საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით  გადაადგილება.

Related news

Latest News
Hashtags:   

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 | 

ხვალიდან არ ამუშავდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources