Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

25 მაისიდან მოქალაქეთა ნაწილს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება შეეძლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების სააგენტოს თანახმად, 25 მაისიდან აღდგება  მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვისაც ამისთვის  ელექტრონული  ჯავშანი ჰქონდა, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აღნიშნული სერვისით  ვერ ისარგებლა. სერვისების სააგენტო განმარტავს, რომ  ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ჯავშნის რეგისტრაცია განახორციელეს. სერვისების სააგენტოს მიხედვით,  25 მაისიდან სრულად აღდგება ასევე ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სააგენტოში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 18 მაისიდან COVID-19-ით შეზღუდული სერვისების განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე აღდგა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა. 18 მაისიდან აღდგა ასევე ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

Related news

Latest News
Hashtags:   

მაისიდან

 | 

მოქალაქეთა

 | 

ნაწილს მართვის

 | 

უფლების

 | 

მისაღები

 | 

თეორიული

 | 

გამოცდის

 | 

ჩაბარება

 | 

შეეძლება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources