Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის სხვა მაღალი რანგის პირებს

აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა ირანის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, პოლიციის მაღალი რანგის პირებს და სამხედრო მეთაურს ადამიანის უფლებების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვისთვის. 20 მაისს გამოაცხადა ფინანსთა სამინისტრომ, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული შინაგანი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლი მეთაურობდა უშიშროების ძალებს ასეულობით დემონსტრანტის მოკვლისას წლების განმავლობაში და 2019 წლის ნოემბერში. მოკლულებს შორის 23 არასრულწლოვანი იყო. სხვაგვარად მოაზროვნეების ძალით ჩახშობისთვის სანქციები დაუწესდა ასევე ირანის სამართალდამცავი ორგანოების შვიდ მაღალი რანგის თანამშრომელს და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის გენერალს. დაწესებული სანქციების ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება სუბიექტებს, რომლებსაც სანქციები ეხებათ, გადაურიცხონ თანხები. ამასთან, იყინება მათი აქტივები აშშ-ში. სანქციების დამრღვევ პირებს და სუბიექტებს თვითონვე დაუწესდებათ სანქციები. მას მერე, რაც დატოვა საერთაშორისო ბირთული შეთანხმება ირანთან, აშშ-მა სანქციები დაუწესა ისლამურ რესპუბლიკას.

Related news

Latest News
Hashtags:   

სანქციები

 | 

დაუწესა

 | 

ირანის

 | 

შინაგან

 | 

საქმეთა

 | 

მინისტრს

 | 

პოლიციის

 | 

მაღალი

 | 

რანგის

 | 

პირებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources