Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ევროკავშირის მისია კატეგორიულად უარყოფს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცრუ ცნობებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მის წინააღმდეგ მიმართულ გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციად შეაფასა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადება და კატეგორიულად უარყო ცრუ ცნობები. საუბარია ბრალდებაზე, რომ ქართული მხარე და ლუგარის ლაბორატორია ცდილობენ სამხრეთელი ოსების ბიოლოგიური მასალის მოპოვებას და ამაში დახმარებას უწევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ევროკავშირის მისია განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 26 და 27 აპრილს უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებას პირადი მანქანების შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს: „საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე, როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები“. ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მისიის პატრულებს თან ახლავს დაარსების დღიდან და ეს წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. „ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი  თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში , სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია , - ნათქვამია მისიის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე, აღნიშნავს, რომ არანაირი საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა, პატრულირება გეგმის მიხედვით ჩატარდა, არცერთ მოქალაქესთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, არანაირი ნიმუშის შეგროვება არ მომხდარა და ასეღი განზრახვა არც არსებობს. ევროკავშირის მეთვალყურეები უსვამენ ხაზს მისიის საქმიანობის მიუკერძოებლობას.      

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

მისია

 | 

კატეგორიულად

 | 

უარყოფს

 | 

ცხინვალის

 | 

ფაქტო

 | 

ხელისუფლების

 | 

ცნობებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources