Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს დროულად წარადგინონ ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ხელფასს ვერ იღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დამსაქმებლებს, შემოსავლებს სამსახურს მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1200 ლარიანი კომპენსაციის პოტენციური მიმღებები არიან. მინისტრის თქმით, ამის გაკეთება იურიდიულ პირებს 1 ივნისამდე შეუძლიათ: „პირველ კვარტალში, ვისაც ერთი თვის განმავლობაში მაინც უფიქსირდებოდა ხელფასი, იმ ადამიანებს ერგება კომპენსაცია. და რაც მთავარია 1 ივნისამდე თუ დაკარგეს, ნებისმიერ პერიოდზე იგულისხმება.  იყო გაუგებრობა, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებოს პირობებში, მაგრამ ზოგადად,  „კოვიდის“ ნეგატიური გავლენა  ეკონომიკაზე პრაქტიკულად თებერვლიდან დაიწყო. შესაბამისად, ჩვენ მარტო ამ პერიოდით არ ვიფარგლებით, რასაც საგანგებო მდგომარეობას გულისხმობდა და ამიტომ  ეს გაუგებრობა რო აღმოფხვრილიყო, დადგენილებაში შევიდა ცვლილება , -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 21 მაისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.   საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირები რომლებსაც დამსაქმებლები ხელფასს ვერ უხდიან, სახელმწიფოს მხრიდან 6 თვის განმავლობაში დახმარების სახით  თვიურად 200 ლარს მიიღებენ. 

Related news

Latest News
Hashtags:   

მაჭავარიანი

 | 

დამსაქმებლებს

 | 

მოუწოდებს

 | 

დროულად

 | 

წარადგინონ

 | 

ინფორმაცია

 | 

შესახებ

 | 

ხელფასს

 | 

იღებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources