Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ნავალნი: რუსების აქტიურობა იზრდება ექიმებისა და მცირე მეწარმეების იმედგაცრუების ფონზე

რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ექიმები და მცირე მეწარმეები, გამოხატავენ მზარდ პროტესტს, რადგან კორონავირუსთან სახელმწიფოს ბრძოლით უკმაყოფილო არიან, განაცხადა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ჩვენი მოქალაქეების საპროტესტო აქტიურობა „ალბათ უმაღლესია ბოლო წლებში , თვლის, ნავალნი, ანტიკორუფციული ფონდის დამაარსებელი, რომელმაც ვიდეოინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას მოსკოვიდან, თავისი ბინიდან. ნავალნის აზრით, ეს უკმაყოფილება იზრდება მათში, ვინც ადრე საპროტესტო აქტიურობაში ან პირდაპირ პოლიტიკაში არ ჩანდნენ, სხვათა შორის ექიმებში და მცირე მეწარმეებში, უბრალო ადამიანებში, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ. რუსეთს ახალმა კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა. ამ ქვეყანაში 300 ათასი რეგისტრირებული შემთხვევაა, რაც დიდ ზეწოლას წარმომადგენს ჯანდაცვის სისტემაზე, რომელსაც მცირე დაფინანსება აქვს. მცირე საწარმოების მფლობელები რუსეთში გაკოტრების პირას მივიდნენ, ხოლო უმუშევრებს ფინანსური კატასტროფა მოელით. მაგრამ მოსკოვი არ ჩქარობს წლების განმავლობაში დაზოგილი,160 მილიარდი დოლარის გამოყენებას, რომელიც საგანგებო ვითარების ფონდში ინახება. ნავალნი და მისი გუნდი ფიქრობს, რომ ამ ფონდიდან თანხები ახლა უნდა მოხმარდეს ხალხს, მცირე მეწარმეებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნავალნი

 | 

რუსების

 | 

აქტიურობა

 | 

იზრდება

 | 

ექიმებისა

 | 

მცირე

 | 

მეწარმეების

 | 

იმედგაცრუების

 | 

ფონზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources