Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ეზუგბაია: პირი, რომელსაც კლინიკიდან გაწერის შემდეგ კვლავ დაუდგინდა კოვიდ-19, გადამდები არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კარანტინის სივრცეში კვლავ გამოუვლინდა, გადამდები არ არის და ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს. ექიმის თანახმად, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რეინფექცირებაზე ან სუპერინფექცირებაზე და მასთან  გამოჯანმრთელების შემდეგ მიღებული დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ იგი დაავადებულია: „ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ეს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა, იჭერს ასე ვთქვათ ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი ანუ ინფექციურობის უნარი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ გადამდებლობა ამ პირიდან სხვა პირზე არ ხდება და ეს პირი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. არც გართულებაა მოსალოდნელი“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ 3 პირს ტესტირების შემდეგ covd-19 კვლავ დაუდასტურდა.  გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 713-დან 721-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 485-ია. გარდაცვლილია12.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ეზუგბაია

 | 

რომელსაც

 | 

კლინიკიდან

 | 

გაწერის

 | 

შემდეგ

 | 

კვლავ

 | 

დაუდგინდა

 | 

კოვიდ

 | 

გადამდები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources