Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

დე ფაქტო მთავრობა თბილისს ბრალს სდებს სამხრეთელი ოსების ბიოლოგიური მასალის მოპოვების მცდელობაში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთელი ოსების გენოციდის პირდაპირი გაგრძელება უწოდა თბილისის „ლუგარის ცენტრის“ საქმიანობას. ამ შინაარსის განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ცენტრის წარმომადგენლები ისევ ცდილობენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან“ ბიოლოგიური მასალის აღებას. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, „სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე, დასახლებული პუნქტის, უისტის რაიონში დააფიქსირეს ქართული კერძო სამედიცინო კლინიკა Private-ის ავტომობილის არასანქცირებული გამოჩენა“. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მეორედ კლინიკის ავტომანქანა დააფიქსირეს სოფელ ჩორჩანასთან, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგო მდებარეობს და ორივე შემთხვევაში, ავტომობილებს თანხლებას უწევდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ავტომანქანები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქართველი მედიკოსების ფარულ გადაადგილებას „სახელმწიფო საზღვრის“ ხაზზე, მათ შენიღბვას, დაცვას და უკან დაბრუნებას. ე.წ. უშიშროების კომიტეტი იმასაც წერს, რომ ევროკავშირის მისიის ოფიცერთა ქცევის მიხედვით, მზადდებოდა შეხვედრა დაუდგენელ პირებთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს „სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის“ წარმომადგენლებმა, ევროკავშირის მისიის თანამშრომლებმა და ქართველმა მედიკოსებმა სასაზღვრო ტერიტორია სწრაფად დატოვეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, კერძო სამედიცინო ფირმა Private-ი, რომლის საქმიანობაში შედის ყველა სახის ანალიზის აღება და საქართველოს ტერიტორიაზე ბიომასალების ტრანსპორტირება, 2015 წლიდან მომსახურებას უწევს ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიას. „ევროკავშირის მისიის ოფიცრების თანხლებით Private-ის ავტომანქანების საზღვარზე გამოჩენა პირდაპირ უკავშირდება ქართული მხარის გეგმას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაგროვოს ბიოლოგიური ნიმუშები... ამასთან დაკავშირებით, ძირითად საგარეო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ინფექციის გადატანა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ის „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთ მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ ქართული მხარის წინადადებებს სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფაქტო

 | 

მთავრობა

 | 

თბილისს

 | 

ბრალს

 | 

სდებს

 | 

სამხრეთელი

 | 

ოსების

 | 

ბიოლოგიური

 | 

მასალის

 | 

მოპოვების

 | 

მცდელობაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources