Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ირაკლი კობახიძე: ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები „პოსტივის“ ეთერში შეაფასა.   „თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ, იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება: ასეთი სპექტრი ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ასეთი, მე ვიტყოდი (უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ) მარგინალური და გოიმური (კიდევ უფრო გავამძაფრებდი), ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში. ბევრი წლები გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება. ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური. ყველანაირი პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი, ვიღაც თავს დებს პროდასავლურობაზე, ვიღაც პუტინისტობაზე, ვიღაც თავს დებს „პრადვინუტობაზე“, ვიღაც გოიმურობაზე. ყველანაირი პოლიტიკოსი არის წარმოდგენილი ამ პატარა სპექტრში. ყველას აქვს რაღაც გაფუჭებული თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე და არცთუ ცოტა“, - ამბოობს კობახიძე და ამატებს, - „ძალიან ჭრელი სპექტრია, მაგრამ საერთო ნიშან-თვისებებიც აქვთ - მათ არ აქვთ არანაირი წარმატების რესურსი“.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 

ასეთი

 | 

გოიმური

 | 

ოპოზიციური

 | 

სპექტრი

 | 

მახსენდება

 | 

საქართველოს

 | 

ისტორიაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources