Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს კანონის დარღვევაში დასდო ბრალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტ „სხემის“ ჟურნალისტს ბრალი დასდო, რომ ის სცილდება გაწონასწორებული ჟურნალისტიკის ზღვარს და კანონს არღვევს, როცა უკრაინის ლიდერს დასდევს. „სხემი“ უარყოფს ბრალდებას. 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ „სხემის“ ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩისი არის „ყველგან, სადაც ვცხოვრობ, სადაც ვმოძრაობ, სადაც ვმუშაობ... ყოველთვის და თითქმის ყოველდღე ადგილზეა, როგორც ეროვნული გვარდიის წევრი.“ „თუ შეიძლება, მითხარით, არსებობს თუ არა მსოფლიოში თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც ჟურნალისტი გადაადგილდება პრეზიდენტის კორტეჟში, პირდაპირ პრეზიდენტის მანქანაში, იღებს ვიდეოს თუ არ იღებს, არ მაინტერესებს, არაფერი მაქვს დასამალი, მაგრამ პირდაპირ საპრეზიდენტო ავტოკოლონაში,“ განაცხადა ზელენსკიმ. „ჩემი აზრით, ჟურნალისტიკასა და მთავრობას შორის არ უნდა იყოს არაფერი პირადი და არ შეიძლება კანონის დარღვევა,“ თქვა ზელენსკიმ. „სხემის“ რედაქციამ განაცხადა, რომ ზელენსკის ბრალდება უსაფუძვლოა და რომ მისი ჟურნალისტები მოქმედებენ უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვოლოდიმირ

 | 

ზელენსკიმ

 | 

რადიო

 | 

თავისუფლების

 | 

ჟურნალისტს

 | 

კანონის

 | 

დარღვევაში

 | 

დასდო

 | 

ბრალი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources