Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

გიგი უგულავას თქმით, ვანო მერაბიშვილი პარტიულად „ნაციონალურ მოძრაობაში იქნება

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში გააგრძელებს საქმიანობას.   „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - თქვა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის ეთერში. ვანო მერაბიშვილმა  20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა. მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით. დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

Related news

Latest News
Hashtags:   

უგულავას

 | 

თქმით

 | 

მერაბიშვილი

 | 

პარტიულად

 | 

„ნაციონალურ

 | 

მოძრაობაში

 | 

იქნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources