Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

პროკურატურა გიორგი რურუას შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი რურუას დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „თითქოსდა  გიორგი  რურუასგან  მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით“, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად  შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ „სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა  გადაუდებელ  შემთხვევაში  ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა  სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით“. პროკურატურა აზუსტებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით, 20 მაისს გამართულ სხდომაზე მოწმეთა დაკითხვისას მნიშვნელოვანი რამ ითქვა, რომ არსებული დნმ-ის ნიმუში არ დალუქულა სპეციალურ ერთჯერად კონტეინერში, სპეციალური შტრიხკოდის მითითებით, მისი თქმით, ეს ამყარებს დაცვის მხარის ეჭვს, რომ დნმ-ს დატანა მოხდა იარაღზე, შავგულიძის თქმით „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული“. სასამართლო პროცესზე პროკურორსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც მალე განიმუხტა და პროცესი მშვიდად გაგრძელდა. პროკურატურის განცხადებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება. 18 მაისის სხდომაზე  გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ხელისუფლებასთან 8 მარტს  მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოითხოვს. გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას და „მთავარი არხის“ მეწილეობას უკავშირებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

პროკურატურა

 | 

გიორგი

 | 

რურუას

 | 

შესახებ

 | 

განცხადებას

 | 

ავრცელებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources